ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
 555 55 11 45 / 2 110 410

Sony PlayStation 5

პროგრამული უზრუნველყოფა

დიაგნოსტიკა


რას ნიშნავს PS5-ის ტექნიკური წმენდა?

ა) PS5-ს ისევე როგორც ყველა ტიპის ტექნიკას, რომელსაც აქვს ქულერიანი გაგრილების სისტემა, რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ ჩაუტარდეს ტექნიკური წმენდა. რაც არ გულისხმობს მხოლოდ მტვრისგან გასუფთავებას. აუცილებელია თხევადი მეტალის და თერმო წებოების შეცვლა.

შეიძლება მოსმენილი გქონდეთ მითი - "თხევად მეტალს არ სჭირდება შეცვლა" - მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თხევადი მეტალი იმის გამოა გამოყენებული PS5-ში რომ აქვს ტემპერატურის ბევრად მაღალი გამტარიანობა ვიდრე თერმო პასტას.  მაგალითისთვის ერთ-ერთ საუკეთესო თერმო პასტას აქვს 14.2 W/mk, ხოლო თხევად მეტალს - 73W/mk, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს რომ თხევად მეტალს არ აქვს ცვეთა და არ საჭიროებს შეცვლას.

სრულად ნახვა

PS5-ის SSD მეხსიერების მიმოხილვა

PS5-ს შიდა მეხსიერებს არის ინტეგრირებული, რაც ნიშნავს რომ დაზიანების შემთხვევაში მას მარტივად ვერ შეცვლით. ამის გამო უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.

ა) იმისთვის რომ არ დაგიზიანდეთ ოპერაციული სისტემა ან SSD მეხსიერება თავისუფალი ადგილი უნდა გააკონტროლოთ,  სასურველია 80 GB - თავისუფალი  ადგილი სულ იყოს დატოვებული ინტეგრირებულ SSD-ზე, რათა ჩიპებს შორის ინფორმაციის გაცვლა თავისუფლად მოხდეს და არ გადახურდნენ.

სრულად ნახვა

PS5 უნდა იყოს ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ პოზიციაში?

ხშირად გვეკითხებიან - PS5 უნდა იყოს ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ პოზიციაში? - პასუხი არის უმჯობესია იყოს ჰორიზონტალურ პოზიციაში. ეხლა განვიხილოთ რატომ?

როგორც იცით PS5-ს პროცესორზე უსვია თხევადი მეტალი, რომელიც კონსისტენციით ჰგავს ვერცხლის წყალს.

ვერტიკალურ მდგომარეობაში მუშაობისას თხევადი მეტალი ნელ-ნელა ჩამოდის ქვევით და გროვდება პროცესორის ქვედა ნაწილში. მართკუთხედი პროცესორის ზედა ნაწილი დროთა განმავლობაში რჩება თხევადი მეტალის გარეშე და პროცესორის კრისტალი პირდაპირ კონტაქტში შედის გაგრილების ალუმინთან, რაც იწვევს კრისტალის დაზიანებას. რომც შეუცვალოთ თხევადი მეტალი, პრობლემა მაინც ვერ გვარდება, რადგან კრისტალის დაზიანებული ნაწილი ვეღარ იღებს თხევად მეტალს და საჭირო ხდება კრისტალის პოლირება (გაპრიალება). 

სრულად ნახვა
CDS © 2022
ორშაბათი - პარასკევი - 12:00 - 18:00
შაბათ-კვირა - დასვენება