ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
 555 55 11 45 / 2 110 410

Xbox SERIES X / SERIES S


Xbox Series X და Series S - მოხმარების რეკომენდაციები

1.      ადგილის მოწყობა:

ა) Xbox უნდა დადგათ ისე რომ სავენტილაციო ადგილები კედლიდან (ან სხვა მყარი ზედაპირიდან) დაცილებული იყოს მინიმუმ 20 სანტიმეტრით, უკანა მხარე (სადაც ერთდება HDMI და Power კაბელები) კედლიდან დაცილებული იყოს მინიმუმ 30 სამტიმეტრით.
ბ) HDMI და Power კაბელები ისე უნდა დაამაგროთ, რომ არ დაიქაჩოს და არ გამოიწვიოს პორტების დაზიანება;
გ) არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კაბელებმიერთებული Xbox-ის მოძრაობა (მაგიდაზე გადაადგილება; მაგიდაზე მტვრის გადაწმენდის მიზნით ხელში აღება;)

2.      სწორი გათიშვა:

როდესაც ვეკითხებით Xbox-ის მომხმარებლებს კონსოლის გამორთვის შესახებ ~80% არასწორ გზას გვპასუხობს. განვიხილოთ გამორთვის მეთოდები:

უმეტესობა თიშავს კონტროლერზე Xbox ღილაკზე დიდხანს დაჭერით გამოსული მენიუდან "Turn off console" - ბრძანების არჩევით. ეს მეთოდი არ არის გათიშვა. იმის გამო რომ სისტემის ჩატვირთვას Xbox One - ცოტა დიდხანს ანდომებდა Microsoft-მა მითითებულ ღილაკზე დააყენა ძილის რეჟიმი, ამ მეთოდით დაძინებული კონსოლი ბევრად ნაკლებ დროს ანდომებს ჩართვას. Xbox Series X და Series S - SSD მეხსიერება აქვს და სისტემის ჩატვირთვისას დროის პრობლემას ნამდვილად არ უჩივის, მაგრამ მწარმოებელს არ შეუცვლია გათიშვის მეთოდები ახალ სისტემაში და "Turn off console" - ისევ კონსოლის დძინებას ნიშნავს.

დროის მხრივ ძალიან კომფორტულია Xbox-ის ძილიდან გამოღვიძება, მაგრამ სულ ძილის რეჟიმის გამოყენება იწვევს სხვადასხვა პრობლემებს:
ა) იმისდა მიუხედავად თამაშობთ თუ არა კონსოლი სულ ჩართულია და ტყულად "ცვდება". შეიძლება ბევრს არ თამაშობდეთ მაგრამ თერმო პასტა და თერმო ბალიშები მაინც ხმება და მალე ხდება შესაცვლელი.
ბ) სულ ჩართული კვების ბლოკი ვერ გრილდება და დენის პატარა გათამაშებაზეც კი ადვილად იწვება. ასევე SSD-მეხსიერებასაც სჭირდება დასვენება. (SSD-ს პრობლემებზე ცალკე ვისაუბრებთ).
გ) ჩართული ან დაძენებული კონსოლის დენიდან გათიშვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ სძინავს უნდა გააღვიძოთ და პროგრამულად გათიშოთ:

 

 

სრულად ნახვა
CDS © 2022
ორშაბათი - პარასკევი - 12:00 - 18:00
შაბათ-კვირა - დასვენება